შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა. შალვა ნათელაშვილი ქვეყნის მთვარობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, მეტად გაამახვილოს ყურადღება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სახელმწიფო მიწების გასხვისებაზე.

შალვა ნათელაშვილმა დავით გარეჯში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი მიწების გასხვისებაზე დუმილი სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულია. „ლეიბორისტული პარტიის“ პარტიის ლიდერი საქართველოში სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტისა და მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტებსაც შეეხო.