შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს დებატებში იწვევს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, მმართველი გუნდის რჩეულ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დებატებში იწვევს. ნათელაშვილი აცხადებს, რომ მზად არის ზურაბიშვილთან დებატისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი არხის საშუალებით.

შრომის პარტიის ლიდერი განმარტავს, რომ მსოფლიო საარჩევნო პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა, როცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი კონკურენტებთან დებატებზე  უარს აცხადებს.