შალვა ნათელაშვილი ოზურგეთში

ოზურგეთში შეხვდა ამომრჩევლებს პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ნათელაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე და ლეიბორისტული პარტიის მიზნებზეც ისაუბრა. გამარჯვების შემთხვევაში შალვა ნათელაშვილი ოზურგეთს რიგი პრობლემების მოგვარებას დაპირდა.