შალვა მიმინოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტში დაჭრეს.

ექიმების ინფორმაციით, შალვა მიმინოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველს შემავალი ჭრილობები გულ-მკერდის და მუცლის ღრუში ჰქონდა მიყენებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მიმინოშვილი ჰოსპიტალში ორი დღის წინ თავად მივიდა. მას ჭრილობები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიაყენეს, რა დროსაც დაშავდა კიდევ ერთი თანამშრომელი, თუმცა მას მსუბუქი დაზიანება აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა უკვე ცნობილია. მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმე 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი