შალვა გოგოლაძე სლოვაკეთის სპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო მდივნებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სლოვაკეთის სპორტის სახელმწიფო მდივან ივანა შუფლიარსკა-ლიბიკოვასა და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრ მატინ კრნაჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის, სპორტის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შალვა გოგოლაძემ სახელმწიფო მდივნებს ფეხბურთში 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის კარგად ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სპორტის, განსაკუთრებით ზამთრის სპორტის, მიმართულებით და ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. სლოვაკეთი 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე C ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასა და პოლონეთთან ერთად ასპარეზობს.