შალვა ერისთავის თასის გათამაშება
საქართველოს ეროვნული გმირის, იუნკერ შალვა ერისთავის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში დასრულდა. ტურნირი საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეჯიბრებაა. დასკვნით ეტაპს დიღმის ოლიმპიურმა კომპლექსმა უმასპინძლა. მთავარი პრიზისთვის 10 ასაკობრივ კატეგორიაში 120 გუნდი იბრძოდა. გამარჯვებულებთან ერთად, ჯილდოები ყველა ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს გადაეცათ. გათამაშების ორგანიზატორი საფეხბურთო სკოლა „იუნკრების“ დამფუძნებელი თორნიკე მაისურაძე იყო. 1921 წელს წითელ არმიასთან ბრძოლაში გმირულად გარდაცვლილი შალვა ერისთავი საფეხბურთო კლუბ „შევარდენის“ წევრი და თავისი დროის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.