შალვა ძნელაძის პერსონალური გამოფენა

მეოცე საუკუნის 30-იან წლებში შექმნილი შემოქმედება – ეროვნული გალერეის სივრცე ქართველი ავანგარდისტი მხატვრის, მხატვრული ილუსტრატორის და არაერთი საბავშვო წიგნის მხატვრული გაფორმების ავტორის ნამუშევრებს დაეთმობა. შალვა ძნელაძის პერსონალური გამოფენა მის საიუბილეო 130 წელს ეძღვნება.

ექსპოზიციისთვის სხვადასხვა ფონდებიდან და მხატვრის ოჯახის კერძო კოლექციიდან 50 ნამუშევარი შეირჩა. მომავალში დაგეგმილია შალვა ძნელაძის მუზეუმის გახსნაც, სადაც ავანგარდისტი მხატვრის ნამუშევრები მუდმივად იქნება გამოფენილი.