შაჰვალად აივაზის პერსონალური გამოფენა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ცნობილი ფოტოგრაფის, შაჰვალად აივაზის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ფოტო.

ნამუშევრები 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას ასახავს, რის შემდეგაც 130 ადამიანი დაიღუპა.

დღევანდელი გამოფენა, რომელიც აზერბაიჯანის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული, 20 იანვრის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა.