„სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულების საქმე
„სფერო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელს გივი წულეისკირს 12, კომპანიის იურისტს სოფო პეტრიაშვილს კი რვა წელით პატიმრობა მიესაჯათ. ისინი თაღლითობასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ცნო მოსამართლემ დამნაშავედ. პეტრიაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რითიც დადასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა თაღლითური სქემის შესახებ. დაზარალებულები განაჩენით კმაყოფილები არიან თუმცა მათი მთავარი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაა. საუბარია 32 მილიონი ლარზე და დაზარალებულია 600-მდე მოქალაქე. მათი თქმით გადამალული ქონება უნდა მოიძიოს პროკურატურამ.