„სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულების განცხადება

12:12, 13.07.2026

„სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულები მათთვის ზიანის ანაზღაურების საქმეში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ. დილიდან საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. 50-მდე დაზარალებული აცხადებს, რომ „სფერო ჰოლდინგს“ მათი მიტაცებული ქონება გადამალული აქვს და მობილიზებული თანხა ზარალის ნახევარსაც კი ვერ აკმაყოფილებს. საქმეზე ბრალდებულები არიან გივი წულეისკირი და სოფო პეტრიაშვილი.

იტალიაში დაკავებულია ამავე კომპანიის დირექტორი გიორგი მურუსიძე და საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. ჯამში დაზარალებულია 570 მოქალაქე.

მსგავსი