„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის სასამართლო

18:33, 12.11.2025

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს, გივი წულეისკირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მეორე ბრალდებულ „სფერო ინვესტის“ დირექტორს, გიორგი მურუსიძეს კი აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა. ის ქვეყანაში არ იმყოფება. პროკურორმა, მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე დაასახელა. ადვოკატმა კი გივი წულეისკირის შემთხვევაში 50 000 ლარიანი ხოლო, გიორგი მურუსიძის შემთხვევაში 100 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც. გივი წულეისკირის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ორივე ბრალდებული პატიმრობაში იქნება, ვეღარ მოხდება, მოქალაქეთა კუთვნილი თანხების დაბრუნება და დაზარალებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საერთო ჯამში 570 ადამიანს აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული „სფერო ინვესტთან“. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის კუთვნილ ქონებას ყადაღა ადევს, ასევე ბანკების მიერ მათი ანგარიშები გაუქმებულია, კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვეღარ შეძლო. წულეისკირის თქმით ფინანსური ვალდებულებების დაფარვას, ახალ წლამდე შეძლებს. საქმეზე წინა სასმართლო სხდომა 30 დეკემბერს ჩაინიშნა. პროცესის პარალელურად სფერო ჰოლდინგის დაზარალებულთა აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მოითხოვეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების დასჯა და კუთვნილი თანხების დაბრუნება.

მსგავსი