სეზონური ვირუსების საფრთხე

ქვეყანა სეზონური ვირუსების გააქტიურების პერიოდს წელსაც მომზადებული შეხვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, უახლოეს პერიოდში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიან ვაქცინას შეიძენენ, რომელიც პირველ ეტაპზე უფასო იქნება მომეტებული რისკის მქონე პირებისთვის. მოგვიანებით პროგრამა გაფართოვდება და უფასო ვაქცინაციით სარგებლობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

აცრების ჩატარება წელსაც, ტრადიციულად, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში.