სეზონური ვირუსები

ჯერ ისევ დგინდება, რამ იმსხვერპლა ჭიათურაში მცხოვრები 30 წლის ქალი.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელი ტიპის ვირუსული ინფექციაა. ოჯახს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მიმართ პრეტენზია აქვს. ახლობლების მტკიცებით, პირველივე გამოძახებაზე პაციენტის ჰოსპიტალიზება არ მოხდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

ოჯახის მიმართვის შემთხვევაში სამედიცინო რეგულირების სააგენტო მოკვლევის ჩასატარებლად მზად არის.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსია გავრცელებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, რის გამოც ბაღებსა და სკოლებში სწავლა არ გადაიდება.

დატოვე კომენტარი