სეზონური ვირუსები

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

საქართველოში გრიპის სეზონი გრძელდება. უკვე ოფიციალურად დადასტურებულია რომ H1N1-ის ვირუსი ქვეყანაში 8 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ექიმების ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და გრიპმა, დაგვიანებულ მიმართვიანობასთან ერთად მათი გართულება გამოიწვია.

ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, კლინიკებს სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის მიმდინარე სეზონზე არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება. სოციალურად დაუცველი და ორსული მოქალაქეებისთვის უფასოდ რიგდება ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“.