სეზონური ვირუსები

12:22, 19.08.2026

ქვეყნის მასშტაბით ენტეროვირუსული ინფექციებია გავრცელებული. მათ შორის, ყველაზე მეტად „კოკსაკის“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ცხელება და ვირუსული დიარეა ახასიათებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, ბავშვებში წყლულოვანი გამონაყარის შემთხვევებში მიმართონ პედიატრს. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ ზაფხულს, გრიპის ვირუსის შემთხვევებიც ფიქსირდება.

მსგავსი