სეზონური ვირუსები

საქართველოში სეზონური გრიპის შემთხვევები შემცირებულია.

განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაკეთდა. სტატისტიკაზე ამირან გამყრელიძემ ილაპარაკა. მისი ინფორმაციით, შემთხვევის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ქვეყანაში ძირითადად „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს. გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილის პირველ რიცხვებამდე გაგრძელდება.