სეზონური ინფექციები
ზაფხულისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ინფექციების რიცხვი ქვეყანაში გაზრდილია.
სიცხეში ინფექციების გავრცელების მთავარი მიზეზი, სპეციალისტების განმარტებით, ჰიგიენის დაუცველობა და საკვების არასწორი შენახვაა. ამ დროს ყველაზე ხშირად ნაწლავური ინფექციები, ინტოქსიკაცია და მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარე დაავადებები ფიქსირდება. ექიმების თქმით, განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან, ამიტომ მშობლებს ურჩევენ, რომ ყურადღებით დაიცვან ჰიგიენა, აკონტროლონ საკვების ვარგისიანობა და ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში დროულად მიმართონ სპეციალისტს.