სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

18:40, 21.10.2026

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. ინფორმაცია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ განთავსებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

მსგავსი