სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა

მეორე ტალღის ფონზე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მოახლოებული სეზონური ვირუსები. 12 ოქტომბრიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საბავშვო ბაღები იხსნება, რაც მობილობის გაზრდის კუთხით ეპიდემიოლოგებისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იქნება.

პრევენციის მიზნით გაწერილია წესები, რომლებსაც სამედიცინო სექტორმა ჩვეულებრივი გრიპის კორონავირუსისგან გასარჩევად უნდა მიმართოს. შაბათს ქვეყანა ოთხკომპონენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინის პირველ ნაკადს ელოდება. უფასო იმუნიზაციის პროგრამის ბენეფიციარები მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფები იქნებიან.