სეზონური გრიპი და ვაქცინა 

კოვიდ-პანდემიის პარალელურად, ქვეყანას ცალკე გამოწვევა აქვს სეზონური გრიპის სახითაც.

ეპიდემიოლოგები ვირუსის ცირკულირებას ოქტომბრის ბოლოდან პროგნოზირებენ. შეზღუდვების და პირბადეების ტარების მაღალი მაჩვენებლის ფონზე შარშან ქვეყანაში B ტიპის ვირუსის მხოლოდ ერთეული ფაქტები გამოვლინდა, ბოლო წლებში პირველად კი ე.წ. ღორის გრიპის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გასულ წელს გაზრდილი იყო გრიპის ვაქცინაციაზე მიმართვიანობაც. ამ დროისთვის ქვეყანაში სეზონური გრიპის ვაქცინების ნაწილი უკვე შემოტანილია, რისკ-ჯგუფებიც აცრა მომდევნო კვირიდან დაიწყება. ეპიდემიოლოგები გრიპის და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით ერთდროულად აცრას დასაშვებად მიიჩნევენ.