სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს ახმეტის ღვინის ქარხანა დღეს ჩაიბარებს

12:04, 20.08.2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურსა და ახშანში სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ ყურძნის დაზიანებული მოსავლის კრეფა დილიდან დაიწყო.

სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს ახმეტის ღვინის ქარხანა დღეს 11:00 საათიდან ჩაიბარებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახმეტის სოფლებში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას არ მიიღებს, თუმცა ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება.

მსგავსი