სესხის გაცემის პირობები იცვლება

21:42, 30.09.2026

სესხის გაცემის პირობები მკაცრდება.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2027 წლის თებერვლიდან ეტაპობრივად გაიზრდება სესხის მომსახურების კოეფიციენტი, ანუ ის ლიმიტი, რომლითაც განსაზღვრულია ყოველთვიური ხელფასის რამდენი პროცენტი უნდა მოხმარდეს სესხის გადახდას. მაგალითისთვის, თუ ამ დრომდე მოქმედი წესით, მოქალაქეს, ვისი ყოველთვიური ხელფასიც 1500 ლარამდე იყო, შეეძლო ამ თანხის 25 % სესხებისკენ მიემართა, მომავალი წლის პირველი თებერვლიდან იგივეს ვეღარ შეძლებს. ცვლილების თანახმად სესხის მომსახურებაზე 25 %-იანი ლიმიტით მხოლოდ 2000 ლარის და მეტი ხელფასის მქონე პირები ისარგებლებენ. ეს ზღვარი 2027 წლის სექტემბრიდან ისევ მოიმატებს და 2500 ლარი გახდება.

რას უკავშირებს ეროვნული ბანკი სესხის გაცემის პირობების გამკაცრებას და როგორია სპეციალისტების შეფასება – მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ.

 

მსგავსი