სესხების განულების ვებგვერდი vali.ge ამუშავდა

სესხების  განულებათან დაკავშირებული ვებგვერდი, vali.ge  უკვე ამუშავდა. პირველ ეტაპზე ატვირთულ  ბაზებში, შვიდი ბანკის მონაცემებია წარმოდგენილი. vali.ge-ზე ეტაპობრივად სხვა ბანკების, ასევე ონლაინ საკრედიტო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ინფორმაციაც განთავსდება.

მმართველი გუნდის განმარტებით, შესაძლოა, წლის ბოლომდე იმ ვალების ჩამოწერაც მოხდეს, რომელიც უკვე სასამართლოსთვის არის გადაცემული. სესხების განულების პროგრამა, რომელიც 600 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, ფონდი „ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება.