სესხების განულება

ჩაირთო ვებგვერდი, სადაც ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი მოქალაქეების მონაცემები იქნება აღრიცხული.

გეგმის მიხედით, ვებგვერდი ვალი.ჯი საღამოს ექვს საათზე უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც ფონდში „ქართუ“ განმარტავენ, მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო სერვერი გადაიტვირთა, რამაც თავიდან ტექნიკური პრობლემა შექმნა. სწორედ ამ ვებგვერდზე შეეძლებათ მასშტაბური სოციალური პროგრამით დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება.

უშუალოდ სესხების განულების პროცესი 15 დეკემბერს უნდა დაიწყოს და თავის ბოლომდე გაგრძელდეს.

პროექტი ეხება 600 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც 2 000 ლარის ფარგლებში აღებული სესხების დაფარვას წლებია, ვერ ახერხებენ.