სესხების გაცემის ახალი რეგულაციები

15:21, 24.09.2018

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მაგალითად, დაწესდება სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის მაქსიმალური კოეფიციენტები. ბანკებისთვის რეგულაციები პირველი ნოემბრიდან, სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციებისთვის კი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მერყეობა, ძირითადად, საგარეო ფაქტორებს უკავშირდება.

მსგავსი