სესია პარლამენტში

სავარაუდოდ დღეს ხმაურის ფონზე წარიმართება პარლამენტში საგანგებო სხდომა. სესიაზე უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შედის. კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვების დაწესების საკითხებს არეგულირებს.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მთავრობას პარლამენტის ნებართვის გარეშე გადაჭარბებულ უფლებებს ანიჭებს. ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აგრძელებენ, თუმცა ისინი დღეს საგანგებო სხდომას ერთჯერადად, პოზიციის დასაფიქსირებლად დაესწრებიან.

როგორც ცნობილია, ისინი ახალ რეგულაციებს მხარს არ უჭერენ. კანონპროექტს მხარდაჭერა არ ექნება დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდანაც. ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება და მას საგანგებო სხდომაზე სამივე მოსმენით უყრიან კენჭს.

დატოვე კომენტარი