გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დღეიდან 5 სექტემბრამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა შეღავათიან ფასად გაიცემა. აქციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს. უწყების ცნობით, საბუთი მეათე სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.
სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა. ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.