განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ერთად, სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
რეგიონული სასწავლო ტურის მეორე ეტაპი 17 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით გაიმართა. ტურის ფარგლებში, სპეციალურმა მასწავლებლებმა პროფესიული პრაქტიკა გაიარეს თბილისის იმ საჯარო სკოლებში, რომლებსაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით წარმატებული გამოცდილება აქვთ. ტურის მონაწილე 30 სპეციალური მასწავლებელი კონკურსის წესით 75 პრეტენდენტიდან შეირჩა. მათგან უპირატესობა მიენიჭათ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეული სოფლების სკოლების, ასევე შედარებით ნაკლები პროფესიული გამოცდილების მქონე იმ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებსაც პრაქტიკული უნარების გასაძლიერებლად დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.