სერტიფიკატების გადაცემა

12:32, 20.09.2025

ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროექტი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. თავდაპირველად შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 40-მდე კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

 

მსგავსი