სერგო თეთრაძის საქმე

სააპელაციო სასამართლო ხვალ გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

დილის 11 საათზე გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა სერგო თეთრაძის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ აპრილში გამოტანილი განაჩენი ძალაში. ზედა ინსტანციაში ორივე მხარე ჩივის. პროკურატურა ითხოვს, რომ მოსამართლემ თეთრაძის, გია გორელაშვილის და დავით ლონდარიძის მსგავსად, ბაჩო ახალაია სერგეი ჩაპლიგინის წამების ორგანიზებაშიც დამნაშავედ სცნოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი კი ახალაიას საერთოდ გამართლებას მოითხოვს.

მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მხარეთა დასკვნითი სიტყვა მოისმინა. საქმეში დევს თავად დაზარალებულების, ასევე იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებსაც 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პოლკოვნიკი თეთრაძე გარდაცვალებამდე ესაუბრა.