სერგეი ლავროვის პასუხი

ზელენსკი ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სერგეი ლავროვის თქმით, თუკი ზელენსკი ამდენად იმედგაცრუებულია ალიანსის კონფლიქტში ჩაურევლობის გამო, ეს ნიშნავს, რომ ის ნატო-ზეა დამოკიდებული.

ასევე, ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პირველმა დიპლომატმა, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ შეხვედრისთვის რუსეთი მზად არის, თუმცა პროცესის განახლებას უკრაინა გაურკვეველი მიზეზებით აფერხებს.