სერგეი ლავროვის განცხადება

საქართველო რუს დეპუტატებსაც ჰპირდებოდა უსაფრთხოებას, როგორც ახლა რუს ტურისტებს ჰპირდება, – ეს განცხადება  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

სერგეი ლავროვის თქმით, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თბილისში გამართვაც საქართველოს დიდი ხანია, სურდა. ასამბლეის სხდომის გამართვის ადგილი, ასევე ასამბლეის თავმჯდომარე გავრილოვის განთავსება იმპროვიზებული არ ყოფილა. ეს ორგანიზატორებმა, ანუ საქართველოს პარლამენტმა გააკეთა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზეც, და ის  „ანტირუსული განწყობის“ გაღვივებაში დაადანაშაულა. „საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს მტერს და ოკუპანტს ეძახის, ეს მკაფიო ანტირუსული პოლიტიკაა“, – აცხადებს ლავროვი.