სერგეი ლავროვის განცხადება

„უკრაინის პრეზიდენტი იტყუება, როდესაც აცხადებს მზადყოფნას განიხილოს ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი“ – ამბობს სერგეი ლავროვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ე .წ. რესპუბლიკების წარმომადგენლებს შეხვდა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მინსკის შეთანხმების შესრულებაზე და მუდმივად მიმართავდა დასავლეთს „ნორმანდიული ფორმატის“ გამართვისთვის. ლავროვის განცხადებით, რუსეთი ადრე უკვე გამოვიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნებისმიერი ვარიანტის განხილვის ინიციატივით, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა გადაწყვიტა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა, რათა „ჩაგვრისგან გათავისუფლებულმა“ უკრაინელებმა თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.