სერგეი ლავროვის განცხადება

2008 წლის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს საგარეო უწყების პირველ პირებს შორის პირდაპირი დიალოგის პირველი მცდელობა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება. განსაკუთრებული ვნებათაღელვა შეხვედრასთან დაკავშირებით, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ და საუბრის უცვლელმა ტონმა გამოწივია – ის ამტკიცებს, რომ აუდიენცია ქართული მხარის მოთხოვნით შედგა და დიპლომატებმა ავიამიმოსვლის აღდგენასა და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.

საქართაველოს საგარეო უწყების განმარტებით კი, შეხვედრა შვეიცარიის ორგანიზებით გაიმართა, დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთებულა. მმართველი გუნდი ოპოზიციის კრიტიკას არ იღებს და დიალოგის უალტერნატივობაზე ამახვილებს ყურადღებას. შეხვედრის წინააღმდეგი არ არის ოპოზიციაც, თუმცა,  მიიჩნევენ, რომ საუბრის უპირველესი თემა დეოკუპაცია უნდა იყოს.