სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი

სერბეთის პრეზიდენტი უკვე თბილისშია. საქართველოში ალექსანდრ ვუჩიჩი მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დაახლოებით ნახევარ საათში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე