სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი - ერთობლივი განცხადებები

სავაჭრო-ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობა, ევროპული ინტეგრაციის საკითხები, ორმხრივი ურთიერთობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სერბეთის პრეზიდენტმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს. „ჩვენს ქვეყანაში სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს მიღწევებს და საქართველომ 2012 წლიდან დღემდე საოცარი შედეგები აჩვენა. „სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3% და მსგავსი მაჩვენებელი ევროპაში არსად არის, სწორედ ამიტომ, სერბეთი ბევრს სწავლობს საქართველოსგან“ – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე