სერბეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 

მალე სერბეთი კიდევ ერთი ქვეყანა იქნება, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება დააკავშირებს.

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. მომავალი თანამშრომლობის დეტალებს სერბეთის პრეზიდენტი ქართულ მხარესთან პირადად განიხილავს. საქართველოში მყოფი ალექსანდრ ვუჩიჩი ხელისუფლების პირველ პირებს ხვდება. ქვეყნის ისტორიაში ეს სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია. ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობა საკმაოდ გააქტიურებულია, დეკემბერში ბელგრადს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. მთავარი მიმართულებებია პოლიტიკური კავშირების გაძლიერება და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. მოლოდინია, რომ თავისუფალი ვაჭრობა ეკონომიკურ ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს. სერბეთის პრეზიდენტის სიტყვით მიმართვაში სწორედ საქართველოს მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გააქტიურების აუცილებლობა იყო აქცენტირებული. ოფიციალური თბილისი ალექსანდრ ვიჩიჩის ჩამოსვლას გარდამტეხ მოვლენად აფასებს. თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მალე თბილისში სერბეთის საელჩოს გახსნაც. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ევროკავშირთან საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა. სერბეთს კანდიდატის სტატუსი 14 წლის წინ აქვს მიღებული და წლებია, მოლაპარაკებების ეტაპზეა.