ისტორიაში პირველად, საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი სტუმრობს.
ალექსანდრ ვუჩიჩი თბილისში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც სერბ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. შედგა პირისპირ შეხვედრაც. პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტები საერთაშორისო დონეზე ურთიერთმხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. პოლიტიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, ვიზიტი ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურებასაც ითვალისწინებს. ალექსანდრ ვუჩიჩი და მიხელ ყაველაშვილი მეუღლეებთან ერთად საპატრიარქოშიც იმყოფებოდნენ, სადაც უწმინდესსა და უნეტარესს, შიო მესამეს შეხვდნენ. უკვე ხვალ, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ანა ბროლაძე აშუქებს სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტს.