სერბეთის პრეზიდენტის გამოხმაურება

15:08, 25.09.2026

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ ალექსანდრ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სერბეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, სერბეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ხალხების ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს ეფუძნება.

როგორც ვუჩიჩი წერს, ისაუბრეს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერების, სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბელგრადი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის ამოქმედებას, ასევე სერბეთის გადაწყვეტილებას, საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ. ეს ნაბიჯები კიდევ უფრო დაახლოვებს ჩვენს ხალხებს და ხელს შეუწყობს საერთო თანამშრომლობის გაღრმავებას“, – წერს სერბეთის პრეზიდენტი.

მსგავსი