სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ მეხუთე წელია, ამ საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილეობს. „სიცოცხლის ფესტივალის“ ფარგლებში, ბერი ანდრიას ჩანახატების კრებულის, ფონდის შვილობილების, მათი მშობლებისა და მეგობრების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სადღესასწაულო კონცერტი. ასევე გაიმართა ბოულინგ ჩემპიონატი სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის.  ფესტივალში 49 კომპანია ჩაერთო.