სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა.
ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პერიოდში ექვს ქართველ სპორტსმენს სტიპენდია დაუწესდა. მათ შორისაა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონი ლაშა ბექაური. მსოფლიოს ჩემპიონები – ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი სარდალაშვილი, ასევე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი რამაზ ზოიძე.