სენატორის განცხადება

შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებები, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში შეჭრა და დეზინფორმაციის გავრცელება, აზიანებს ნატო-ს მოკავშირეებს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა მით რომნიმ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამერიკელმა სენატორმა ნატო-ს მოკავშირე თურქეთს მოუწოდა, გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის ქმედებები ალიანსის ინტერესებს არ შეესაბამება. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენებზე, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების საკითხი, ასევე რეგიონში რუსეთის მოქმედებები განიხილებოდა. „რუსეთის ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, უკრაინასა და საქართველოში შეჭრიდან დაწყებული და ცრუ დეზინფორმაციის გავრცელებით დამთავრებული, აზიანებს ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს. თურქეთმა უნდა გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის საძაგელი საქციელი არ შეესაბამება ნატო-ს ინტერესებს“, – აღნიშნა მით რომნიმ.

დატოვე კომენტარი