სენატორი პიერ-ივ კოლომბა საქართველოში შეხვედრებს მართავს

სენატორი პიერ-ივ კოლომბა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. აუდიენცია შედგა ქართველ დეპუტატებთან, მათ შორის საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხო.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.