სენატორების წერილი - შეფასებები

კონგრესმენების ნაწილი, რომელიც დღეს კრიტიკულ წერილებს აგზავნის, თავის დროზე აპროტესტებდა მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას, – იუსტიციის მინისტრი პრემიერის სახელზე მიღებულ ახალ წერილს ეხმაურება.

განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც. ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის საინტერესოა აშშ-ის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების განცხადებები და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე მათ სწორი ინფორნაცია მიაწოდონ.

სენატორების მორიგ წერილს გამოეხმაურნენ კანონმდებლებიც.