სენაკის საკრებულოს სხდომა

კვორუმის არარსებობის გამო, საკრებულოს სხდომა გადაიდო სენაკში. სხდომაზე არ მივიდა „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიციის ორი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარტიიდან „საქართველოსთვის“. მმართველ გუნდში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებიათ განცხადება. მომდევნო სხდომა სამშაბათს, 12 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, სენაკის საკრებულოში 33 წევრია. აქედან 16 „ქართული ოცნების“, 13 – „ნაციონალური მოძრაობის“, 4 კი – პარტია „საქართველოსთვის“ წევრია.