სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნა

სენაკის ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

თეატრი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ ჩაატარა, რაშიც 10 მლნ ლარი დაიხარჯა. არქიტექტორ ვახტანგ გოგოლაძის პროექტით 1953-59 წლებში აშენებული თეატრის შენობა 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში იყო. უმაღლესი სტანდარტებით რეაბილიტირებული თეატრი საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი