სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის გასტროლი

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი დედაქალაქში გასტროლისთვის ემზადება. დასი 23 მაისს თბილისში, რუსთველის თეატრის სცენაზე ორ სპექტაკლს გამართავს. მაყურებელი საბავშვო სპექტაკლს „ ჩიპოლინოს თავგადასავალსა“ და ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანს“ ნახავს. სამზადისი უკვე დასრულებულია. სპექტაკლები 15-მდე მუნიციპალიტეტის ათასობით მაყურებელმა უკვე ნახა.

ნატო ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები