სემინარის დაფინანსება – აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

21:22, 21.09.2026

დაარღვია თუ არა ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებულმა პოლიტიკური სწავლების სკოლამ კანონი: ბახმაროში ჩატარებული სემინარი აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლევის საგანი ხდება. მონიტორინგის დროს მოწმდება დოკუმენტაცია, იგეგმება დაფინანსებასთან დაკავშირებულ პირთა გამოკითხვა. ხელისუფლება ეჭვობს, რომ დაირღვა თუ არა გრანტების შესახებ კანონი, რომელიც ორგანიზაციებს ავალდებულებს, უცხოეთიდან დაფინანსების მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ და მთავრობისგან ნებართვა ითხოვონ. გამონაკლისი მხოლოდ უცხოური ორგანიზაციების თუ საელჩოების პირდაპირი ხარჯებია. პოლიტიკური სწავლების სკოლას „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და საპარლამენტო ოპოზიციის ყოფილი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც მმართველი გუნდი რადიკალ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. 1999 წლიდან არსებული პოლიტიკური სწავლების სკოლა ევროსაბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბახმაროს სემინარისთვის ხარჯები პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა დაფარა.

მსგავსი