სემინარი სტუდენტებისთვის

„როგორ მოვყვეთ ამბავი საინტერესოდ?” – ამ სახელწოდებით კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს მედიის სფეროში მიღებული გამოცდილება გაუზიარა. ორდღიანი სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ამბის თხრობის, სიუჟეტის წყობა-განვითარებისა და დრამატურგიის შესახებ. გაეცნენ თანამედროვე მულტიმედიურ გარემოში მუშაობის სირთულეებს, რესპონდენტებთან ურთიერთობის მეთოდებს და მათთან ინდივიდუალური მიდგომის გზებს.