სემინარი საპარლამენტო ზედამხედველობასა და ოპოზიციის როლზე

„საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“ – ამ სახელწოდების სემინარი გაიხსნა საქართველოს პარლამენტში. სემინარი ირაკლი კობახიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ გეილი.

თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე და ინფორმაცია  წარადგინა იმის შესახებ თუ როგორ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზები და გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქცია. ოპოზიციის როლზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.